დეკემბერში საარსებო მინიმუმი 70 თეთრით გაიზარდა

2018 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 70 თეთრით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 174.3 ლარი იყო. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.5 ლარით არის გაზრდილი.

კერძოდ, 2017 წლის დეკემბერში ეს მონაცემი 173.5 ლარს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 60 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 155 ლარი შეადგინა, 1.1 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 293.6 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2017 წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით, 2.6 ლარით არის გაზრდილი.