04:36:51
ბიზნესი
ფინანსები
ეკონომიკა
ტექნოლოგიები
ანალიზი
პერსონა
უძრავი ქონება
ბიზნეს ლიტერატურა
რეკლამის შესახებ
სერვისები
  • მთავარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • ანალიზი
  • პერსონა
  • უძრავი ქონება
  • ბიზნეს ლიტერატურა
  • მეტი
    • რეკლამის შესახებ
    • სერვისები
ანალიზი
17.01.2019 / 13:45

გაზით მომხდარი აფეთქებების ქრონიკა

გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებების რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. გუშინ დიღომში მომხდარი აფეთქება კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8 დაშავდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გათავაზობთ ბოლო წლებში, საქართველოში გაზით მომხდარი აფეთქებების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს:

დიღომში დატრილებული ტრაგედიის პარალელურად, გუშინვე აფეთქება მოხდა გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპურსში, რომელიც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მამაკაცმა დამწვრობა მიიღო. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

გასული წლის ნოემბერში აფეთქება მოხდა ფონიჭალაში, რა დროსაც დედა და მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა.

2018 წლის დეკემბერში აფეთქება მოხდა სოფელ დიღომში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში, რომლის შედეგად ორი პირი დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად აქაც ბუნებრივი აირი დასახელდა, თუმცა უცნობია, რამ გამოიწვია გაზის დაგროვება, რადგან აღნიშნულ სახლში გაზი საერთოდ არ იყო შეყვანილი. მაშინ ითქვა, რომ გაჟონვა იმ მილებიდან მოხდა, რომელიც სახლთან ახლოს გადიოდა.

2017 წლის მარტი - აფეთქება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, სადაც მძიმე დამწვრობა ახალგზარდა მამაკაცმა მიიღო. აფეთქების სავარაუდო მიზეზი, ასევე გაზის გაჟონვა იყო.

2017 წლის იანვარში, ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთების შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

2017 წლის 30 აგვისტო - თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, ასევე ბუნებრივი გაზის გაჟონვას უკავშირდება. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

2016 წლის 25 თებერვალს გლდანში, ერთ-ერთ საშაურმეში მომხდარი აფეთქების მიზეზით ოთხი ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

2015 წლის აპრილში აფეთქება მოხდა გლდანში. კერძოდ, მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა.

2015 წლის ივლისი - გლდანის მე-6 მიკრორაიონში მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გამათბობლის არასწორად დამონტაჟება გახდა.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ტრაგიკული შემთხვევებისა, რომელიც ბოლო წლებში გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. დაისაჯა თუ არა ვინმე ამ ფაქტების გამო, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალაქში და ზოგადად, ქვეყანაში ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში გაზგაყვანილობის სისტემები იმ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით დამონტაჟდეს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. ტრაგიკულ ფაქტებზე კი, დამნაშავემ პასუხი აგოს.

ავტორი:
ნინი ქეთელაური
ავტორის სხვა სტატიები
მისწერე ავტორს
სხვა მასალები თემაზე: აფეთქება დიდ დიღომში
„თუ „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებმა საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინეს, ეს ან არაპროფესიონალიზმია, ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება"
„შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას, ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში არ შედის"
"მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი

ხალხი კვდება და პასუხი ვინ უნდა აგოს ამაზე ფულზე დახამებული კომპანიები

2019-01-17T16:46:14.372
ნუცა

ეს კიდევ არასრულია მე ბევრად მეტი მახსენდება სამწუხაროდ.

2019-01-17T11:50:45.427
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთე კომენტარი
×

კომენტარი წარმატებით გაიგზავნა

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სტატია: 52046
ოფიციალური კურსი
ყველა ვალუტა
კონვერტორი
GEL
USD
EUR
GBP
GEL
USD
EUR
GBP
ოფიციალური კურსი
1 კვირა
1 თვე
3 თვე
6 თვე
1 წელი
ბოლო სიახლეები
ყველა სტატია
დაგროვებითი პენისიის
კალკულატორი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია,
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
თბილისი, იოსებიძის ქ. 49
(+995 32) 2 35 65 98
bpn@bpn.ge
2018 ყველა უფლება დაცულია