მსოფლიოს მსხვილი კომპანიები ახალი ორგანიზაციის შექმნაზე შეთანხმდნენ. ორგანიზაციის დავალება იქნება, შეიმუშავონ და დანერგონ გადაწყვეტილებები, რომლებიც გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნება, განსაკუთრებით წყლის რესურსების, რომლებიც პლასტიკის ნარჩენებისგან ნაგვიანდება.
პლასტიკისგან დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ალიანსში - AEPW შედის 30-მდე კომპანია. მის ხელმძღვანელად დაინიშნა დევიდ ტეილორი, რომელიც გახლავთ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ის ამავდროულად არის კომპანია Procter & Gamble-ის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.
AEPW-ს წევრებმა მოახდინეს პირველადი ფონდის ფორმირება ერთი მილიარდის ოდენობით. მომდევნო ხუთ წელიწადში კი იგეგმება დამატებით 1,5 მილიარდის ინვესტირება.
სახსრები მიმართული იქნება მსოფლიოს უმსხვილესი 10 მდინარის დასუფთავებაზე.
ორგანიზაცია Ocean Conservancy-ის მონაცემებით, პლასტიკის ნაგვის თითქმის 80% ოკეანეებში ხმელეთიდან ხვდება, დიდი ნაწილი მდინარეებიდან. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პლასტიკის ნარჩენების 90% ოკეანეებში მსოფლიოს უმსხვილეს მდინარეებს ჩააქვთ: რვა აზიაში და ორი აფრიკაში. ამასთან, ნარჩენების 60% ოკეანეში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 5 ქვეყნიდან ჩაედინება.
AEPW შემადგენლობაში შედიან ქიმიური მრეწველობის დარგში მომუშავე, ასევე სამომხმარებლო პროდუქციისა და პლასტიკის მწარმოებელი და სხვა კომპანიები ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მათ შორის არიან - BASF, Chevron Phillips Chemical, Dow, Eni, ExxonMobil, Formosa Plastics, Henkel, Mitsubishi Chemical, Reliance Industries, SABIC, Sasol, SUEZ, Shell და Total.
ალიანსი იმუშავებს გადაწყვეტილებების გადაჭრაზე, რომელიც საშუალებას მისცემს დაბინძურების შემცირებას შეუწყოს ხელი და აკონტროლოს ის. ასევე ამ პლასტიკის მეორად გამოყენებაზე, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების გარეშე ეკონომიკის განვითარებას.