ვადაგასული სურსათის რეალიზაციის შემთხვევები გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათის რეალიზაციის შემთხვევები გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, თემქის დასახლებაში ი/მ "ოლია მაღრაძის" მარკეტში იყიდებოდა ვადაგასული ფარში, ძეხვეული, სერვილადი, თევზის კონსერვი და ნამცხვრები.

სააგენტოს ინფორმაციით, ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. ბიზნესოპერატორი კი 200 ლარით დაჯარიმდა.

ასევე, სააგენტოს სპეციალისტებმა მუხიანში მდებარე შპს GVG მარკეტიდან დიდი რაოდენობით სხვადასხვა დასახელების ვადაგასული სურსათი ამოიღეს. ბიზნესოპერატორი კი 500 ლარით დააჯარიმეს.

ამასთან, ი/მ ,,მალხაზ ჩიქვილაძე" შესაბამისი დოკუმენტის - ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე ახდენდა ხბოს ხორცის რეალიზაციას, რის გამოც ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და წესების დაცვით განადგურდება.