საქართველოს მთავრობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღვადგინეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივის შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდება. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ჩვენ აჭარის ხელმძღვანელობასთან ერთად ვსაუბრობთ მსგავსი ინიციატივის დანერგვაზე. ამ შემთხვევაში კრიტერიუმები შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ აჭარაშიც აუცილებლად მსგავსი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ბახტაძემ.