გაჩეხილი ხეები "კარფურის" ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე

ისანი-სამგორის რაიონში, ბაღდადის ქუჩაზე, კომპანია "კარფური" ახალ სავაჭრო ცენტრს აშენებს.

მშენებლობა ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც უკვე დაფიქსირდა ხეების მოჭრის ფაქტები, რასაც მიმდებარედ გადაღებული კადრებიც ადასტურებს.

სამშენებლო ტერიტორიაზე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ნებართვით, დამკვეთ ორგანიზაციას სხვადასხვა ზომისა და სახეობის 76 მცენარის მოჭრის უფლება მიეცა. მათ შორისაა რამდენიმე ძირი კვიპაროსი, ცაცხვი, კედარი, თუთა, ტყემალი.

სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო: გაჩეხილი ხეები "კარფურის" ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე