ამერიკული კომპანია Tesla თანამშრომლების 7%-ის სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. ამის მიზეზად კომპანიაში დანახარჯების შემცირებას და მისი ყველაზე გაყიდვადი მოდელის Model 3 წარმოების ზრდას ასახელებს.
კომპანიის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, „ეს ნაბიჯი მოიტანა Model 3-ის წარმოების გაზრდის საჭიროებამ და მომდევნო თვეებში საწარმოო პროცესის განმტკიცებამ“.
მასკმა ასევე დაწერა, რომ კომპანიაში გასული წლის განმავლობაში მუშა-ხელის რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, რაც საჭიროზე მეტი აღმოჩნდა. შესაბამისად, კომპანია შეეცდება კრიტიკულად საჭირო ზღვარზე შეინარჩუნოს მუშა-ხელის რაოდენობა.
ცნობისათვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანიაში შტატების შეკვეცა მოხდა, ბოლოს გასული წლის ივნისში კომპანიამ სამსახურიდან გაუშვა დასაქმებულთა 9%. ამ დროისთვის კომპანიაში 45,000 ადამიანი მუშაობს.