საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფარს ფაქტობრივად, ვეღარ მიიღებენ

გერმანიის ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნებს (ტუნისს, ალჟირი, მაროკო) უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსი მიენიჭება.

შედეგად, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღებას ძალიან რთულად შეძლებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კანონპროექტს 509 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 138-ის წინააღმდეგ.

„აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის აუცილებელია ბუნდესრატის (ფედერალური საბჭოს) თანხმობა. შესაბამისად, კანონპროექტი შემდგომი პროცედურისთვის გადაეგზავნება ბუნდესრატს, რომლის სხდომები თვეში ერთხელ იმართება.

თუ რომელ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს ბუნდესრატი აღნიშნულ კანოპროექტზე, ჯერ ცნობილი არ არის. კენჭისყრამდე დაგეგმილია ბუნდესრატში პარტიებს შორის შემდგომი კონსულტაციები კანონპროექტზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თაია არდოტელი