თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 15-17 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერაყისა და ბანგლადეშის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (37 აბი და 100 კაფსულა) აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს