გამოგონებით, რომელიც გაზის გაჟონვის პრევენციისთვის 7 წლის წინ შეიქმნა, სახელმწიფო უწყებებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. როგორც გამოგონების ავტორი, ავიაინჟინერი, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თემურ მაისურაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის პატარა, მექანიკური მოწყობილობა, რომელიც გაზის ჩასაკეტი ვენტილების ნაცვლად მონტაჟდება და გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, გაზის ავტომატურ გადაკეტვას ახდენს.
თემურ მაისურაძის თქმით, ხელსაწყო შეიმუშავა იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობდა, თუმცა მის მიმართ დაინტერესება მხოლოდ სიტყვიერად შემოიფარგლა.
„ეს არის მექანიკური ხელსაწყო, რომელიც მონტაჟდება გაზის მილზე არსებული ჩასაკეტი ვენტილების ნაცვლად. როდესაც წნევის ვარდნა, ცენტალიზებული გამორთვა, დივერსიული ქმედება (გაზი გარედან დაკეტვა და შემდეგ გამოშვება), გაზის არასტაბლური მიწოდება, ან მილის დაზიანება ხდება, ეს მოწყობილობა ავტომატურად ბლოკავს სისტემას. ხელსაწყო ამავე დროს, იმ ვენტილის ფუნქციასაც ასრულებს, რომელიც ყველას გვიყენია გაზზე. ეს ხელსაწყო შევიმუშავე იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობდა, ეს არის უსაფრთხოების კარგი საშუალება“,-აცხადებს თემურ მაისურაძე.
მისი თქმით, გამოგონების შესახებ რამდენიმე წლის წინ ტელევიზიების საშუალებითაც ისაუბრა, თუმცა ყველა დაინტერესებულმა მხარემ მისი წარმოიება/რეალიზაცია თავად გამომგონებლისგან ითხოვა.
„ეს ხელსაწყო 7 წლის წინ შევიმუშავე, დავაპატენტე კიდეც. ტელევიზიაში მქონდა რამდენიმე გამოსვლა, შესაბამის კონკურსშიც მივიღე მონაწილოება. ვითომ თავიდან იყო ინტერესი, ყველას მოსწონს, მაგრამ მერე ამბობენ, რომ ეს კომერციული საკითხია და თქვენ თვითონ აწამოეთო. მშენებლებთანაც მქონდა შეხვედრა და ყველასგან იყო პასუხი, რომ ახალ კორპუსებში სიამოვნებით დაამოტაჟედნენ, მაგრამ წარმოება მე უნდა მეთავა. ნიმუშიც დავამზადე, მაგრამ წარმოებას სახსრები სჭირდება, რაც არ მქონდა. ამიტომ, ჩემი შეთავაზება იყო, რომ სახელმწიფოს, როგორც უსაფრთხოების სისტემა, ამის დამონტაჟება სავალდებულო გაეხადა. ისევე როგორც გვაქვს ელექტროავტომატი, რომელმაც მოკლე ჩართვის დროს, დენი უნდა გათიშოს. იგივეა ეს მოწყობილობაც, ერთია წყლისთვის და მეორე გაზისთვის, მაგრამ ერთნაირი ავარიული ფუნქციები აქვს.
რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, არავისთან მქონია შეხვედრა, რადგან არ არსებობს ორგანო, რომელიც ასეთ რამეზეა პასუხისმგებელი. ვისთანაც არ უნდა მივიდე, ყველა სხვასთან გადადამიმასამართებს. მე თვითონ ვიყავი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ამის შესახებ პარლამენტშიც ყველამ იცოდა. ახლა ცუდი დროა ამაზე სალაპარაკოდ, რადგან ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ თუ ვინმეს უსაფრთხოება აინტერესებს, უნდა იცოდეს, რომ მსგავსი მოწყობილობა არსებობს“, -აცხადებს თემურ მაისურაძე.