ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში ბანკების რაოდენობა ორჯერ შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თუ 2013 წლისთვის რუსეთში 894 ბანკი იყო, 2019 წლის დასაწყისში მათი რაოდენობა 440-ია. მხოლოდ 2018 წელს 77-მა ბანკმა შეწყვიტა საქმიანობა. ამასთან, 2004 წლიდან 2013 წლამდე რუსეთში 1 277 ბანკი საქმიანობდა.
ბოლო ფინანსური ხუთწლედის განმავლობაში გაუქმებული ფინანსური დაწესებულების უმეტესობის საქმიანობის შეწყვეტა საბანკო ლიცენზიის არქონამ გამოიწვია. ნაწილი საბანკო გაერთიანებების შედეგად გაუქმდა, ნაწილმა კი თავად შეწყვიტა არსებობა.
ფინანსისტების პროგნოზით, ბანკების შემცირების ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება და ის წლიურად, არსებული რაოდენობის 10%-ით გამოიხატება. შედეგად კი 2024 წლისთვის მოსალოდნელია, რომ რუსეთში ბანკების რაოდენობა სულ ცოტა 100-ით შემცირდება.