ქეთი მელუა გადასახადებისგან თავის არიდებას ცდილობდა

ორგანიზაცია Christian Aid-მა ქართველი მომღერალი ქეთი მელუა გააკრიტიკა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო გადასახადებისგან თავის არიდების გეგმაში.

როგორც გამოცემა The Times-მა დღეს დილით შეიტყო, ქეთი და სხვა ცნობილი ადამიანები, მათ შორის ჯორჯ მაიკლი, გერი ბარლოუ, მაიკლ კეინი და Arctic Monkeys-ის 4 წევრი იმ 1600 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც შეეცადნენ დაემალათ 1.2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი Liberty გეგმის მეშვეობით.

ჯერჯერობით ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.