ბოლო 10 წელიწადში მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა გაორმაგდა.
Oxfam International-ის ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 26 მილიარდერი იმდენივე ქონებას ფლობს, რასაც პლანეტის ღარიბი მოსახლეობის ნახევარი, ანუ 3.8 მილიარდი ადამიანი.
კვლევის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით 2 200-ზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. 2018 წელს მათი ქონება საერთო ჯამში 900 მილიარდი დოლარით გაიზარდა. გამოდის, რომ მილიარდერების ქონება დღეში 2.5 მილიარდით იზრდებოდა.
მსოფლიოს ყველაზე მდიდრების ქონება 12%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც პლანეტის ღარიბი მოსახლეობის ნახევრის ქონება 11%-ით შემცირდა.
კვლევის მიხედვით დადგინდა:
ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად ხელმისაწვდომი ჯანდაცვის არქონის გამო 10 ათასი ადამიანი იღუპება. ხოლო 262 მილიონი ბავშვი სკოლაში მხოლოდ იმის გამო არ დადის, რომ მშობლებმა მისთვის უნიფორმისა და სახელმძღვანელოების შეძენა ვერ შეძლეს.