22-23 იანვარს, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 22-23 იანვარს, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით, 14:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.