ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 21 იანვარს გამართულ სავალუტო აუქციონზე 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6618 შეადგინა. ეს ეროვნული ბანკის მიერ წელს განხორციელებული უკვე მე-5 სავალუტო აუქციონია და ჯამში, მიმდინარე თვეში სებ-მა ბაზრიდან უკვე 70 მლნ დოლარი ამოიღო. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების დაგროვებისკენ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მოუწოდებს და მათი შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ცნობისთვის, გასულ წელს სებ-მა ჯამში, 197 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეისყიდა.