ფინანსურ ბაზარზე ინვესტირება საინტერესო და შემოსავლიანი საქმიანობაა. შეგიძლიათ ივაჭროთ დამოუკიდებლად ან ბროკერის მეშვეობით, არჩევანი ყოველთვის თქვენზეა. მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, აუცილებლად მოგიწევთ მუშაობა ფინანსურ შუამავალთან. პირდაპირი წვდომა მსოფლიო ბირჟებზე აქვთ მხოლოდ ფინანსური ბაზრის ლიცენზირებულ პროფესიონალ მონაწილეებს. საქართველოში არის მხოლოდ 8 ლიცენზირებული ბროკერი, ხოლო მსოფლიოში მათი რაოდენობა ბევრად მეტია. იმისთვის, რომ გავერკვიოთ, თუ როგორ აირჩიოთ პარტნიორი, ჩვენ, Globex Analytics-ის ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ შერჩევის 10 კრიტერიუმი.
1. სანდოობა
ფორექსის ბროკერის სანდოობის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით; მუშაობის ისტორია, რისკების დაზღვევა, პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ლიცენზიების არსებობა, სამართლებრივი რეგულაციების შესაძლებლობა.
ბროკერის სამუშაო საქმიანობის ხანგრძლივობა მეტყველებს მის სტაბილურობაზე და კარგ რისკ-მენეჯმენტზე. რისკების დაზღვევა და პასუხისმგებლობა - ეს არის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი, რომელსაც შეუძლია ტრეიდერის სახსრების დაცვა, კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში. ბროკერების ლიცენზირება აძლევს ტრეიდერებს შესაძლებლობას შეიტანოს საჩივარი მაკონტროლებელ ორგანოებში. საქართველოში ამ ფუნქციას ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი, დიდ ბრიტანეთში FSA (ფინანსური მიმსახურების კომისია), შეერთებულ შტატებში - CFTC.
2. დეპოზიტი
ბროკერს აქვს უფლება მოითხოვოს მინიმალური პირველადი შენატანი - დეპოზიტის ის თანხა, რომლის შეტანა საჭიროა სავაჭრო ანგარიშის გასახსნელად. ბევრ ტრეიდერს ურჩევნია სავაჭრო კარიერის დაწყება მინიმალური რისკით, რის გამოც მიმართავენ იმ კომპანიებს, რომლებიც ითხოვენ დაბალ მინიმალურ შენატანს.
3. საკომისიო
საკომისიოს სიდიდე - ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც გამოცდილი, ასევე ახალბედა ტრეიდერისთვის. ბროკერები იღებენ პროფიტს ინვესტორის მიერ შესრულებულ ყველა გარიგებაზე. თქვენ იხდით საკომისიოს იმის მიუხედავად, მიიღეთ ვაჭრობისგან მოგება თუ პირიქით, წააგეთ. ამიტომ, სანამ აირჩევთ ბროკერს, დააზუსტეთ კომისიის სიდიდე და აირჩიეთ კომპანია კონკურენტუნარიანი პირობებით.
4. ფულადი სახსრების შეტანა და გატანა
კარგია, თუ ანგარიშზე არის ფული, მაგრამ ცუდია, თუ რთულია ამ ანგარიშიდან სახსრების გატანა. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბროკერი არ ეწინააღმდეგებოდეს სავაჭრო ანგარიშის დახურვას, იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ იქნებით ბოლომდე კმაყოფილი მისი მომსახურებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ კარგ ბროკერს კლიენტების კომფორტისთვის აქვს ფინანსური სერვისების დიდი არჩევანი სახსრების შეტანისთვის და გატანისთვის.
5. საკრედიტო მხარე
საკრედიტო მხარის სიდიდე მიეკუთვნება მნიშვნელოვან პარამეტრებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბროკერის არჩევისას. კონკრეტული ბროკერების წინადადებებიდან გამომდინარე, საკრედიტო მხარის სიდიდე ვავირებს 1:1-დან 1:500-მდე. ზოგ ქვეყნებში მხარის სიდიდე რეგულირდება კანონმდებლობით და შეადგენს არა უმეტეს 1:50 -ს.
ყველა ტრეიდერმა უნდა აირჩიოს საკრედიტო მხარის სიდიდე, საკუთარ სავაჭრო სტრატეგიაზე და დეპოზიტზე დაყრდნობით. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რაც უფრო დიდია მხარის სიდიდე, მით უფრო დიდი რისკია თქვენთვის და თქვენი დეპოზიტისთვის.
6. სავაჭრო პლატფორმა
ტრეიდინგში ყოველი ქმედება ხორციელდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. უსაფრთო მუშაობისთვის ტრეიდერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბროკერი არანაირად არ უბიძგებს მას გარიგებების შესრულებისთვის და სწორად ასახავს ფასების მიმდინარე მაჩვენებლებს. ამის გამო, უპირატესობას ვანიჭებთ პლატფორმებს, რომლებიც ყველაზე მეტად ითვალისწინებენ ავტომატიზაციას და სავაჭრო პროცესში მინიმალურ ჩარევას.
დღევანდელ დღეს არსებობს სავაჭრო პლატფორმების ფართო არჩევანი, რომლებიც უნდა პასუხობნენ შემდეგ მოთხოვნებს: მონაცემების დამუშავების მაქსიმალური სიჩქარე და სტაბილური არხები კავშირისთვის. ტერმინალი უნდა შეიცავდეს ანალიტიკურ მასალებს, მიმდინარე პროგნოზებს, ასევე განახლებად ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიახლეებს, უნდა იყოს ტექნიკური ინდიკატორების გამოყენების შესაძლებლობა, ფასის გრაფიკის ანალიზი და ნებისმიერ მომენტში ტექნიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა.
7. ანგარიშის სახეობები
ზოგი საბროკერო კომპანია სთავაზობს კლიენტებს ანგარიშების ბევრ სხვადასხვა სახეობას, ზოგი - ერთ პაკეტს პარამეტრების ფართო სპექტრით. ანგარიშების ბევრი სახეობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია, თუ ბროკერი უზრუნველყოფს ვაჭრობის რეგულირებად პარამეტრებს, სპრედის და საკრედიტო მხრის მნიშვნელობების სხვადასხვა ვარიანტებით. ამ შემთხვევაში კლიენტი ირჩევს მისთვის მოსახერხებელ პირობებს გამოცდილებიდან და არსებული ცოდნიდან გამომდინარე.
8. ფინანსური ინსტრუმენტები
უმჯობესია აირჩიოთ ბროკერი, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს ფინანსური ინსტრუმენტების და მომსახურების ფართო სპექტრს. დღევანდელ დღეს სულ უფრო მეტი კომპანია მუშაობს ფინანსური სუპერმარკეტის პრინციპით. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ ადგილას თქვენთვის ხელმისაწვდომია ფინანსური მომსახურებების სრული პაკეტი, სიცოცხლის დაზღვევით დაწყებული და სტრუქტურული ფინანსური პროდუქტების ყიდვით დამთავრებული. რაც უფრო დიდია არჩევანი, მით უფრო მსხვილი და კლიენტზე ორიენტირებული კომპანია არის თქვენს წინაშე.
9. მხარდაჭერის სამსახური
პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია შეცდომების გენერირება. აღნიშნული პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, ტრეიდერს ესაჭიროება ტექნიკური მხარდაჭერის დახმარება. ამავე სამსახურს უნდა მიმართოთ სავაჭრო პროცესებთან დაკავშირებულ სხვა საკითხების მოგვარებისთვის. ამიტომ მხარდაჭერის სამსახურის პროფესიონალი და მომთმენი პერსონალი ძალიან მნიშვნელოვანია ტრეიდერისთვის. მას შეუძლია მოგების გაზრდა და, პირიქით, არაკვალიფიციური ტექნიკური დახმარება შეიძლება გახდეს უსიამოვნო შემთხვევების მიზეზი.
10 რეპუტაცია
კომპანიის რეპუტაცია არის შემაჯამებელი ფაქტორი, რომელიც გვიჩვენებს მისი საქმიანობის ეფექტურობას. იმიჯი და ბრენდი ასახავენ კლიენტების და პარტნიორების შეფასებას. კომპანიის რეპუტაცია გამოიყენება როგორც საინვესტიციო მიმზიდველობის მაჩვენებელი და არის ორიენტირი საინვესტიცო გადაწყვეტილებების მიღების დროს, განსაკუთრებით ინვესტორებისთვის. ამიტომ, ნუ დაგეზარებათ მედიის საქმიანი საშუალებების შესწავლა, იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ რას წერენ თქვენს პოტენციურ პარტნიორზე და აქვთ თუ არა ამ კომპანიის ექსპერტებს საკმარისი ავტორიტეტი იმისთვის, რომ სტატიებში მოხდეს მათი ციტირება.