უკრაინამ ევროკავშირში  თაფლის, ღვინისა და ვაშლის წვენის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოწურა

უკრაინამ ევროკავშირში თაფლის, ღვინის, ვაშლის წვენის და ასევე, სიმინდის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოწურა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„21 იანვრის მდგომარეობით უკრაინამ დახურა კვოტები უტარიფო ექსპორტზე ევროკავშირში თაფლზე, ღვინოსა და ვაშლის წვენზე, ასევე სიმინდზე. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კვოტები სწრაფად იწურება გადამუშავებულ სახამებელზე, შაქარზე და ხორბალზე“, - წერს უკრაინული მედია.

ამასთან, შეიცვალა კვოტების დახურვის მიმართულება სხვა პროდუქციაზე, ამ დროისთვის გამოყენებულია მხოლოდ 3% საექპორტო პომიდორზე, მაშინ როცა წინა წელს ის 11% იყო.

როგორც ცნობილია, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან უკრაინასა და ევროკავშირს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც არის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ნაწილი. ამ შეთანხმების საფუძველზე უკრაინისთვის ევროკავშირში 36 სახის პროდუქციაზე მოქმედებს უტარიფო კვოტები, რომლის ამოწურვის შემდეგ, ექსპორტზე უკვე ტარიფიანი გადასახდელები მოქმედებს.

კოკა კვირკველია