1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6611 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6611 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6611 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6613 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0233 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0283 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0050 ლარი შეადგინა.