მსოფლიოში უამრავი პროფესია არსებობს, ზოგიერთი ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია, ზოგიერთის შესახებ კი შესაძლოა, მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ.
ამ ხალხს კი მსოფლიოში ყველაზე საინტერესო სამუშაო აქვთ. მათ შორისაა მანქანის კალიგრაფია, ჰოლივუდის თმის სტილისტები, ყალბი კვების მწარმოებლები და სხვა.
Bussiness Insider-ის მიერ შედგენილ რეიტინგში პირველ ადგილზე ეთან ვან დერ რაინი, ბერნადონ ჯონსი და ერიკ ადალი გავიდნენ. მათ აუდიო გენიოსებსაც უწოდებენ, რადგან ისინი ფილმებისთვის, სხვადასხვა შოუებისთვის, რადიოსა და მუსიკალური პროექტებისთვის ხმოვან ეფექტებს ქმნიან. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ტანსაცმლის გამოცვლის, კარის ჭრიალის ან თუნდაც საკვების დაჭრის ხმა.
Business Insider-ის მიერ შედგენილ სიაში სულ 51 ადამიანი შევიდა, რომელთაც საინტერესო და განსხვავებული პროფესიები აქვთ. მათ შორის მოხვდნენ ადამიანები, ვინც ძველ ნახატებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან.
სიაში ასევე შევიდნენ ადამიანები, ვინც მსახიობებს ეხმარება, თუ როგორ იჩხუბონ ყალბად და როგორ შეასრულონ სახიფათო ილეთები.
გარდა ამისა, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ადამიანები, ვინც ფილმისთვის სხვადასხვა კოსტიუმებსა და დეკორატიულ ნივთებს ქმნის. მაგალითად, ერთ-ერთი ფილმისთვის ზომბის პარიკებს და ა.შ.
სიაში ასევე მოხვდა იტალიელი ქალბატონი, რომელიც „იუთუბის“ მაყურებლებისთვის მაკარონის მომზადების მასტერკლასს ატარებს. მისი მიზანია მაკარონის გაკეთების მოძველებული მეთოდები გააცოცხლოს.
ამ 51 ადამიანს შორის მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ძვირფას ნივთებს მხოლოდ ვარსკვლავებისთვის ამზადებენ და ისიც, ვინც მხოლოდ ცნობილი ადამიანების სტილისტია.
სიაში ასევე შევიდა მადამ ტუსოს მუზეუმის მოქანდაკე, რეალისტური შინაური ცხოველების ტორტების მცხობელი, ტატუს ოსტატი და დოკუმენტალისტი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და დრონით ყველაფერს იღებს.