აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მხარს ვუჭერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროცესს შეიძლება ჰქონდეს გავლენა ანაკლიაზე, არამედ იმიტომ, რომ ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში, - ასე აფასებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ბანკის წილის მფლობელთან დაკავშირებით, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროცესს შეიძლება ჰქონდეს გავლენა ანაკლიაზე, არამედ იმიტომ, რომ ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში“, - აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს.

„ჩვენ, აშშ, მხარს ვუჭერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. იყო ასევე საუბარი „ოპეკის“ მხრიდან მის დაფინანსებაზე, ასევე საუბარია ევროპის ბანკის მხრიდან გარკვეული თანხების გამოყოფაზე.

ჩვენი სურვილია ამერიკელმა ინვესტორებმა საქართველოში წარმატებულად იმოღვაწეონ და ზუსტად ეს არის იმის განმაპირობებელი, თუ როგორი იქნება ჩვენი მოქმედება მომდევნო პერიოდში“, - აცხადებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.