მსოფლიოში უამრავი ჯადოსნური და საოცარი ადგილი არსებობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მეტად გამორჩეულია. ვებ-გვერდი culture trip გთავაზობთ 11 ადგილს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ.
ჩეფჩაუენი, მაროკო - მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ლურჯი ქალაქი ჩრდილოეთ მაროკოში მდებარეობს. ქალაქი XV საუკუნეში, მულაიოშ რაშიდმა ააშენა. ქალაქი საუკუნეების განმავლობაში წმინდა ქალაქად იყო მიჩნეული, ამიტომ ჩეფჩაუნში ურწმუნოები არ დაიშვებოდნენ.
იანგშუო, ჩინეთი - ჩინეთში მდებარე ამ ქალაქში მთავარ სიამაყეს მდინარეში ნავით სეირნობა წარმოადგენს. ნისლიანი მთები და თევზაობა გაწვრთნილი ჩიტებით დამსვენებლებისთვის მაგიურს ხდის.
ლალიბელა, ეთიოპია - ლალიბელა დედამიწაზე შეუფასებელი ადგილია. ლალიბელას მონოლითური ქვის ეკლესიები არქეოლოგებისთვის შეუფასებელია.
სანტორინი, საბერძნეთი - საბერძნეთის კუნძულების უდაო მეფე სანტორინი ცნობილია თავისი ქათქათა შენობებით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ქალაქში ტურისტების „არმია“ ჩადის, ის მაინც პატარა მაგიურ ქალაქად რჩება.
მონ-სენ-მიშელი, საფრანგეთი - პატარა კლდოვანი კუნძულია, რომელიც ციხესიმაგრედ არის ქცეული და საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ეს მართლაც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი დასახლებაა.
ჰუაკაჩინა, პერუ - ესაა განსაცვიფრებელი ოაზისი შუა უდაბნოში. ეს წარმოუდგენელი ქალაქი მირაჟი არ გეგონოთ.
ბრიუგე, ბელგია - ბრიუგე ბელგიის უძველესი ქალაქია. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და ზღაპრული ქალაქია ფერადი სახლებით, შუა საუკუნეების არქიტექტურითა და ძეგლებით.
ალტერ დო ჩაო, ბრაზილია - ბრაზილიის ამ ქალაქს ბრაზილიური ჯუნგლების სამოთხესაც უწოდებენ.
ჰალშტატი, ავსტრია - ეს პატარა ქალაქი ავსტრიაში მდებარეობს, სადაც სულ რაღაც 900 ადამიანი ცხოვრობს. ჰალშტატი ისტორიულად ცნობილია მარილის წარმოებით.
დუბროვნიკი, ხორვატია - ქალაქი ცნობილია თავისი საოცარი ციხესიმაგრით. ამ ციხეში გადაღებულია სერიალი „სამეფო კარის თამაშები“, რაც ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ჩინკვე-ტერე, იტალია - ეს ჯადოსნური ქალაქი იტალიის რივიერის უსწორმასწორო სანაპირო ზოლის მქონე მონაკვეთია. შედგება ხუთი სოფლისაგან: მონტეროსო-ალ-მარე, ვერნაცა, კორნილია, მანაროლა და რიომაჯორე. სანაპირო, ხუთივე სოფელი და მიმდებარე გორაკების ფერდები წარმოადგენს ჩინკვე-ტერეს ეროვნული პარკის საკუთრებას.
წყარო: theculturetrip.com