რეფინანსირების აუქციონზე სამი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 400 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი სამ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მინიმალური და საშუალო საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, ხოლო მაქსიმალური 4.01%-ით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.