სამგორის რაიონში მდებარე სამხედრო დასახლების რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა მესამე მასივში მდებარე სამხედრო დასახლებაში თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.
მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება და სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდება გზის საფარი, გაკეთდება ახალი სტადიონი და სკვერი.
,,ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. მინდა დიდი სიხარულით ვამცნო მესამე მასივის მოსახლეობას, რომ ქალაქის მერის კახი კალაძის ინიციატივით, სამხედრო დასახლებაში გაზაფხულიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იღებს სტარტს. სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება გზის საფარი, გაკეთდება ახალი სტადიონი და სკვერი“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.