დეკლარირების გარეშე ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დეკლარირების გარეშე ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტ "გუგუთის" გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა რუსეთის მოქალაქე ი.ე, რომელიც არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობის შემოტანას ცდილობდა. საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მის ბარგში 21 ცალი ოქროს ბეჭედი - საერთო წონით 85,5გრ.- აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 5293 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5293 ლარი.