ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ დაგროვებით პენსიაზე - ვის და როდის შეუძლია პროგრამის დატოვება და როდის შეძლებთ პენსიის გატანას?

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა დასაქმებული ავტომატურად ჩაერთო დაგროვებით საპენსიო სისტემაში.

პროგრამაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის და მათ სისტემის დატოვების უფლება აღარ აქვთ.

რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებს ან იმ პირებს, რომლებსაც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) უკვე ჰქონდათ შესრულებული 40 წელი, მათ პროგრამიდან გამოსვლის შეაძლებლობა 1-ლი აპრილიდან მიეცემათ.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საპენსიო ფონდის დატოვების მსურველებმა, განაცხადი 1-ლ ივნისამდე უნდა გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაგროვებით პენსიაზე უარის თქმას ვეღარ შეძლებენ. 40 წელს მიღწეული დასაქმებულს, რომელიც 1-ლი აპრილიდან მოისურვებს ფონდის დატოვებას, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი უკან დაუბრუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა დასაქმებულს მიმდინარე თვიდან 2%-ით ნაკლები ანაზღაურება ჩაერიცხება, ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს დეტალური ინფორმაცია დაგროვებით საპენსიო სისტემაზე. kvirispalitra.ge შეეცადა ყველა აქტუალური და თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვისთვის გაეცა პასუხი.

ვის მიერ ხორციელდება საპენსიო შენატანი - დასაქმებულების შემთხვევაში

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ როგორ ხდება პენსიის დაგროვება: მარტივი 2+2+2 ფორმულით, რაც იმას ნიშნავს რომ, დასაქმებულის სახელფასო ანგარიშიდან საპენსიო ფონდში დაუბეგრავი შემოსავლის 2% ირიცხება. 2%-ს რიცხავს დამსაქმებელი, 2%-ს კი სახელმწიფო.

სახელმწიფო თანამშრომლის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს თავისწილ კონტრიბუციას შემდეგი წესით: თუ თანამშრომლის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება წლიურ 24 000 ლარს - რიცხავს 2%-ს; იხილეთ გაგრძელება

ქრისტინე გამთენაძე