2019 წლის 23 იანვარს გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6601 შეადგინა. ეს ეროვნული ბანკის მიერ წელს განხორციელებული უკვე მე-6 სავალუტო აუქციონია და ჯამში, მიმდინარე თვეში სებ-მა ბაზრიდან უკვე 85 მლნ დოლარი ამოიღო. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების დაგროვებისკენ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მოუწოდებს და მათი შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ცნობისთვის, გასულ წელს სებ-მა ჯამში, 197 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეისყიდა.