რუსმა ტურისტებმა საქართველო სხვა 9 ქვეყანასთან ერთად 2019 წლის ერთ-ერთ ბიუჯეტურ მიმართულებად დაასახელეს. Momondo.ru-ს რეიტინგის მიხედვით, ათეულში საქართველოსთან ერთად შედიან - სომხეთი, თურქეთი, ლატვია და ასე შემდეგ.
1. სომხეთი
სამოგზაუროდ ყველაზე ბიუჯეტურ ადგილებს შორის პირველ ადგილს სომხეთი იკავებს, სადაც ერთკვირიანი დასვენება დაახლოებით 590 დოლარი ჯდება.
2. თურქეთი
მეორე ადგილზე თურქეთია. 2019 წელს ერთკვირიანი დასვენება აქაც 600 დოლარამდეა. ამ თანხის ნახევარი კი პრაქტიკულად, ფრენაში დაგეხარჯებათ.
3. ლატვია
ლატვიაში ერთკვირიანი დასვენების ბიუჯეტი ასევე 600 დოლარს აღწევს.
4. მაკედონია
ერთკვირიანი დასვენება მაკედონიაში საშულოდ 600-605 დოლარი ღირს. ამ თანხაში შედის თვითმფრინავის ბილეთები და 7 დღით სასტუმროში ცხოვრება.
5. მოლდოვა
ამ ქვეყანაში შვიდდღიანი დასვენებისთვის საჭიროა დაახლოებით 605-610 დოლარი.
6. საქართველო
საქართველო რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი გახდა. ტურისტებს იზიდავს ბუნება, კულტურა, არქიტექტურა და უგემრიელესი ეროვნული კერძები. საქართველოში ერთკვირიანი დასვენება მათ საშუალოდ 610 დოლარი უჯდებათ.
7. ბელორუსი
ერთკვიარი დასვენებისთვის ბელორუსში 630 დოლარამდე თანხაა საჭირო.
8. ლიეტუვა
რეიტინგში მოხვდა ლიეტუვა, სადაც ერთკვირიანი დასვენება საშუალოდ 630-640 დოლარი ჯდება.
9. ალბანეთი
დასასვენებლად ასევე ბიუჯეტური ქვეყანაა ალბანეთი, სადაც ერთი კვირისთვის საკმარისი თანხა 750 დოლარს არ აღემატება. Momondo.ru-ს მონაცემებით, აქ დასვენებისთვის თქვენ შეგიძლიათ 645-650 დოლარი დახარჯოთ.
10. აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში ერთკვირიანი შვებულებისთვის საკმარისია 660 დოლარი.
მოამზადა: ანა ვერძაძემ