„ნენსკრა ჰესის“ პროექტის ფარგლებში წლის ბოლოსთვის 11 ხიდი უნდა აშენდეს

„მდი­ნა­რე ნენ­სკრა­ზე სულ წლის ბო­ლოს­თვის 11 ხიდი უნდა აშენ­დეს. ჩვენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ ხა­რისხზე და სა­მუ­შა­ო­თა შეს­რუ­ლე­ბის ძა­ლი­ან მა­ღალ სტან­დარტზე. ჩვე­ნი გუნ­დი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით, რო­გორც შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის, ისე გა­რე­მოს დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და „ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კონ­სორ­ცი­უ­მის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრა ჩი­ქა­ვამ, რო­მელ­მაც „რა­დიო კო­მერ­სან­ტის“ ეთერ­ში „ნენ­სკრა ჰე­სის“ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

„ჩვენ გახ­ლა­ვართ ნენ­სკრა ჰიდ­როს ძი­რი­თა­დი კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი და ჩვე­ნი კომ­პა­ნია თა­ვი­დან­ვე იყო ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტში. თავ­და­პირ­ვე­ლად გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რის ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი ვი­ყა­ვით, ხოლო მას შემ­დეგ,რაც გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­ტრაქ­ტორ­მა ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სუ­ლი­ყო პრო­ექ­ტი­დან, „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“, იმ მიზ­ნით რომ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და პირ­და­პირ გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჩვენს კომ­პა­ნი­ას­თან. ამის შემ­დეგ გა­ვაგ­რძე­ლეთ გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ­ჟა­მად, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ „ნენ­სკრა ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს. რაც გუ­ლის­ხმობს, ახა­ლი გზე­ბის გაყ­ვა­ნას, კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. სულ წლის ბო­ლოს­თვის 11 ხიდი უნდა აშენ­დეს. ჩვენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ ხა­რისხზე და სა­მუ­შა­ო­თა შეს­რუ­ლე­ბის ძა­ლი­ან მა­ღალ სტან­დარტზე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გუნ­დი ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად უპა­სუ­ხობს ამ გა­მოწ­ვე­ვებს, ჩვე­ნი გუნ­დი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით, რო­გორც შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის, ისე გა­რე­მოს დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით, ასე­ვე ხა­რის­ხის მარ­თვის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბით. აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რებს აქვთ გა­მოც­დი­ლე­ბა გე­ო­დე­ზი­უ­რი, გე­ო­ლო­გი­უ­რი საპ­რო­ექ­ტო და სა­ექ­სპერ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში“, - ამ­ბობს ალექ­სან­დრა ჩი­ქა­ვა.

მისი თქმით, ად­გილ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, მათი რი­ცხვი 80%-ზე მე­ტია. „ნენ­სკრა ჰე­სის“ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ნო­ემ­ბერ­ში გა­ნახ­ლდა. და­გეგ­მი­ლია 11 ხიდ­თან ერ­თად, 45 კმ -იანი გზის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ახა­ლი გზე­ბის გაყ­ვა­ნა­სა და უკვე არ­სე­ბუ­ლი გზე­ბის აღ­დგე­ნა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. კომ­პა­ნი­ამ უკვე მი­ი­ღო სა­ხელ­მწი­ფოს­გან 2 ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვაც. ალექ­სან­დრა ჩი­ქა­ვას თქმით, გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­მუ­შა­ო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი 2019 წელს უნდა დას­რულ­დეს.

„ნო­ემ­ბრი­დან ჩვენ ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით და ძი­რი­თა­დად, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვახ­დენ­დით. და­ახ­ლო­ე­ბით, 5კმ-მდე სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვე­თი აღ­დგა და ჩა­მო­ნა­შა­ლი ქვე­ბის­გან და ლო­დე­ბის­გან გა­იწ­მინ­და. ამას გარ­და, ინ­ტენ­სი­უ­რად ვე­წე­ო­დით საპ­რო­ექ­ტო და სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს, რაც გუ­ლის­ხმობს ად­გილ­ზე სამ­შე­ნებ­ლო ბა­ნა­კე­ბის შექ­მნას.

გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის გარ­და, და­გეგ­მი­ლია 655კვ.კმ ფარ­თო­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის აშე­ნე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სა­ო­პე­რა­ტო­რო სო­ფე­ლი, სა­დაც ჰე­სის ოპე­რი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იცხოვ­რე­ბენ. შე­ნო­ბა აშენ­დე­ბა, რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ისე სა­ო­ფი­სე,სას­ტუმ­რო და სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის. ამ­ჟა­მად, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არის ჩვე­ნი ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი,რო­მე­ლიც გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და თოვ­ლის­გან გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს. ამ­დე­ნად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბით გა­ზა­ფხუ­ლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრა ჩი­ქა­ვამ.

წყა­რო: „კო­მერ­სან­ტი“