მცხეთაში "ლიბერთი ბანკმა" სერვის ცენტრი გახსნა

"ლიბერთი ბანკმა" მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქ. #73ა-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა.

"ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, ბანკი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს. მცხეთაში ახალი სერვის ცენტრი ბანკის დირექტორმა, დავით ვერულაშვილმა გახსნა.

ახალი სერვის ცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.

"ლიბერთი ბანკი" საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 66 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

"ლიბერთი ბანკის" საბაზრო წილი 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 8.0%-ს შეადგენს.