Huawei-მ  სმარტფონების რეკორდულ გაყიდვებზე განაცხადა

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Huawei Technologies Co Ltd-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სმარტფონების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2018 წელს 53 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ეს კი პირველ რიგში, მისი პრემიუმ ხაზის მოდელებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

აღნიშნული ციფრი მეტყველებს, რომ კომპანიის შემოსავლები გაზრდილია 50%-ით. გასულ თვეს კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისმა მთლიანმა შემოსავლებმა 2018 წლის განმავლობაში ჯამში 109 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით არის გაზრდილი.

ამასთან, კომპანიამ დღეს წარადგინა მისი პირველი 5G ჩიპი სახელწოდებით Tiangang და 5G მოდემი Balong 5000, რომლის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ის არის ყველაზე მძლავრი 5G მოდემი მსოფლიოში. ამ მოწყობილობებს ის მის უახლეს პრემიუმ ხაზის მოდელებში გამოიყენებს, შედეგად კი, კონკურენციას გაუწევს ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა Intel Corp და Qualcomm Inc.

კოკა კვირკველია