Deloitte-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო  კლუბები დაასახელა

Deloitte-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბების რეიტინგი შეადგინა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, „ბარსელონამ“ და „რეალმა“ „მანჩესტერ-იუნაიტედი“ ჩამოიტოვეს და რეიტინგის ლიდერები გახდნენ. კლუბებმა 2017-2018 წლებში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

განსაკუთრებით დიდი იყო „რეალის“ შემოსავალი, რომელიც რეიტინგში პირველია. ჩემპიონთა თასის მფლობელმა კლუბმა 750 მლნ ევრო გამოიმუშავა, რაც საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე დიდი შემოსავალია.

საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო და რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა „ბარსელონამ“ . გასულ წელს კლუბმა 690 მლნ. ევრო გამოიმუშავა. გუნდმა თანხის ნაწილი იაპონური კომპანია Rakuten-ის სპონსორობით, ნაწილი კი აშშ-ში კომერციულ ტურნეში მონაწილეობით მიიღო.

Deloitte-ს ინფორმაციით, ყოფილმა ლიდერმა, ინლისურმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. გუნდის შემოსავალმა ერთ წელიწადში 666 მლნ ევრო შეადგინა.

შემდეგ პოზიციაზე მოდის გერმანიის ჩემპიონი, კლუბი „ბავარია“ - 629, 2 მლნ ევროთი, მუხუთე ადგილს იკავებს ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სითი“ – 568 მლნ ევროთი, ხოლო მეექვსე ადგილზეა საფრანგეთის ჩემპიონი, კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ – 541 მლნ ევროთი.

მეშვიდე დგილზეა „ლივერპული“, რომელმაც 2017-2018 წელებში 513,7 მლნ ევრო გამოიმუშავა, მერვე ადგილზეა „ჩელსი“ - 505,7 მლნ ევრო, მეცხრეზე „არსენალი“ – 439,2 მლნ ევროთი, ხოლო მეათეზე „ტოტენჰემი“ - 428,3 მლნ ევროთი.

როგორც Deloitte წერს, კლუბების შემოსავალზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობამ, თუმცა აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორი მარკეტინგული პოლიტიკა იყო.

ნინი ქეთელაური