კომპიუტერების მწარმოებელი ჩინური კომპანია Lenovo გასულ წელს მსოფლიოს კომპიუტერების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია გახდა. მისი წილი მსოფლიო ბაზარზე 22,5%-ს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია Gartner-ი ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, 2018 წელს მსოფლიოში კომპიუტერების გაყიდვებმა 259,4 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1,3%-ით ნაკლებია.
ამავე სტატისტიკით, 2018 წელი უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია, რაც პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე კლება ფიქსირდება, თუმცა გასულ წელს ეს კლება არცთუ ისე მაღალი იყო, როგორც წინა სამ წელს.
6. ASUS: გაყიდულია - 15.537 მილიონი ერთეული, წილი ბაზარზე - 6%
5. Acer Group: გაყიდულია - 15.72 მილიონი ერთეული, წილი ბაზარზე - 6.1%
4. Apple: გაყიდულია - 18.01 მილიონი ერთეული, წილი ბაზარზე - 6.9%
3. Dell: გაყიდულია - 41.91 მილიონი ერთეული, წილი ბაზარზე -16.2%
2. HP Inc: გაყიდულია - 56.33 მილიონი ერთეული, წილი ბაზარზე - 21.7%
1. Lenovo: გაყიდულია - 58.46 მილიონი ერთეული, წილი ბაზარზე - 22.5%