დღეს გვიან ღამით, კოსტავას ქუჩა, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ჭოველიძის ქუჩამდე გადაიკეტება.
როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, მოძრაობის შეზღუდვა საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟს უკავშირდება.
„დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 25 იანვრის 07:00 საათამდე, კოსტავას ქუჩა, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ჭოველიძის ქუჩამდე გადაიკეტება.
დროის ამავე მონაკვეთში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.