მსოფლიოში ქვეყნების სახელმწიფო ვალი 66 ტრილიონ დოლარს შეადგენს

2018 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში სახელმწიფო ვალის მოცულობამ 66 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2-ჯერ აღემატება 2007 წლის მაჩვენებელს და გლობალური მშპ-ს 80%-ის ექვივალენტურია. ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings იუწყება.

მათივე ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ვალი, 2012 წლიდან მოყოლებული, სტაბილურად 50 ტრილიონის ფარგლებში რჩება, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ვალები 10-დან 15 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

რეგიონების მიხედვით ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში +104%, საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყენებში ზრდამ 75% შეადგინა. თუმცა მიუხედავად ამისა, მათზე გლობალური ვალის უმნიშვმნელო ნაწილი მოდის და ის მხოლოდ 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

მსოფლიო ვალის ყველაზე დიდი წილი, თითქმის, 40% მოდის ყველაზე განვითარებულ 11 სახელმწიფოზე. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ოცი წელია არ შეცვლილა.

როგორც Fitch წერს, ამ დროისთვის, ყველაზე მეტი ვალი აშშ-ს აქვს, დაახლოებით, 21 ტრილიონი დოლარი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით, 1 ტრილიონით იზრდება. შედარებისთვის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის სახელწმიფო ვალი 2,4-2,7 ტრილიონის დიაპაზაპონშია.

ამასთან, ლიდერთა სამეულში არიან: იაპონია - 12 ტრილიონით და ჩინეთი - 6 ტრილიონი დოლარის ვალით.

კოკა კვირკველია