ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი გამოწვევა იყო და არის ეკონომიკა და მძიმე სოციალური ფონი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნისათვის წლების განმავლობაში მთავარი გამოწვევა იყო და არის ეკონომიკა და მძიმე სოციალური ფონი.

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის რეკომენდაციის კომენტირებისას განუცხადა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა არსებობს გამოწვევები სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, წინა ხელისუფლება ცდილობდა, რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად შეეფუთა და ილუზიებში ემყოფებინა მოსახლეობა.

"მაგრამ რეალურად ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება რეგიონებში, სადაც საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია. სწორედ ამ მიზნით ვაკეთებთ პროექტებს და სწორი მიმართულებით ვავითარებთ ეკომონიკას. ეს არის დასაწყისი იმ სწორი ფუნდამენტის, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაიყაროს და უნდა აშენდეს რეალური ეკონომიკა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.