ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომხმარებელს განვადებას სთავაზობს

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ელექტრონულ აუქციონსა და მაღაზიებში განვადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ნებისმიერ პირს, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ქონება მომსახურების სააგენტოს სავაჭრო ობიექტებისა და ელექტრონული აუქციონის საშუალებით, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ განვადება 150 ლარის და მეტი ღირებულების ნივთებზე.

”აუქციონის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ Online განვადებით, რისთვისაც საჭიროა, შეარჩიოთ ვებ-გვერდზე სასურველი პროდუქცია (შეუზღუდავი რაოდენობით), მოათავსოთ კალათში და შეავსოთ საგანვადებო კრედიტის ელექტრონული განაცხადი. კრედიტის დამტკიცების შესახებ ინფორმაციას SMS-ის სახით მიიღებთ, ასევე დაგიკავშირდებათ ბანკის წარმომადგენელი.

სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში კი, თქვენ არჩევთ სასურველ ნივთს, სააგენტოს წარმომადგენელი ადგილზევე გავსებინებთ განვადების განაცხადს და 15 წუთში თქვენ იღებთ განვადებას შერჩეულ ნივთზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.