მნიშვნელოვანია, რომ შპს "ნილი", რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თავის ვალდებულებას თავი ვერ გაართვა, ჩანაცვლდეს ისეთი კომპანიით, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბაღების კვების პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი წლის წინ დედაქალაქის მერმა წინა კომპანია გაისტუმრა, რაც ლეგიტიმური იყო. „მაშინ კითხვები იყო ერთ პროდუქტთან - ყველთან დაკავშირებით. მერმა თქვა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ ბავშვების უსაფრთხოებასო და სწორი იყო ეს პოზიცია. ახლა საუბარია არამარტო ერთ პროდუქტზე, არამედ ოთხზე. გუშინ დედაქალაქის მერის მოადგილემაც დაადასტურა, რომ კონკრეტული გადაცდომები არის. ახლა დამოკიდებულებაა შეცვლილი და ამბობენ, რომ ჯარიმით გამოსწოდება. ჩვენ პროკურატურაში სარჩელს ვამზადებთ და ეს ცალკე საკითხია. თუმცა, ვფიქრობ, კომპანია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თავის ვალდებულებას თავი ვერ გაართვა, მნიშვნელოვანია ჩანაცვლდეს ისეთი კომპანიით, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.