ბაღების სუბსიდია გაიზრდება, რომ საპენსიო ფონდის 2%-ის კომპენსაცია მოხდეს და პედაგოგებს ხელფასი უფრო გაეზარდოთ, - ამის შესახებ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა პედაგოგების ხელფასთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვას.
"2%-იანი კლება არსად ყოფილა. ეს მათივე თანხაა, დაგროვდება საპენსიო ფონდში. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა. დიდი ალბათობით ამ მიმართულებითაც უახლოეს პერიოდში მოხდება ბაღების სუბსიდიის რაღაც დონეზე ზრდა, რომ ამ 2 %-ის კომპენსაცია მოხდეს და უფრო გაეზარდოთ ხელფასები", - განაცხადა თალაკვაძემ.