კომპანია Facebook -ის ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი გეგმავს Facebook Messenger, WhatsApp და Instagram-ის ინტეგრირება მოახდინოს.
ამის შესახებ The New York Times წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ გეგმის განსახორციელებლად, Facebook-ის ათასობით თანამშრომელმა უნდა შეცვალოს სერვისის კონფიგურაცია საბაზისო დონეზე, რათა მათი საფუძველი გახადონ უნიფიცირებული. ამასთან, სამივე სერვისი განაგრძობს ფუნქციონირებას როგორც ცალკე აპლიკაცია, თუმცა შეტყობინების გაგზავნის ერთიანი სისტემა ექნებათ. უფრო კონკრეტულად, მათში დაინერგება გამჭოლი შიფრირება, რომელიც გარანტირებულად შეტყობინებებს მხოლოდ მოსაუბრეებს უჩვენებს.
ამაზე მუშაობა, გაზეთის ინფორმაციით, კომპანიაში ადრეულ სტადიაზეა და მისი დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის ან 2020 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. როგორც გაზეთი წერს, ეს ნაბიჯი მარკ ცუკერბერგს მისცემს საშუალებას მეტად აკონტროლოს ქსელები, რომელთა ირგვლივ არაერთმა სკანდალმა იფეთქა გასულ წელს.