ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ნენ­სკრა ჰე­სის ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნი­ის - კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ბ-ნი ჰაკ­სუ ლი 28 იან­ვარს თბი­ლისს 3-დღი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვე­ვა.

ვიზი­ტის ფარ­გლებ­ში ბ-ნი ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან რიგ შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს, რომ­ლებ­ზეც პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე სტა­ტუ­სი და 2019 წლის გეგ­მე­ბი იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი. და­გეგ­მი­ლია ასე­ვე შეხ­ვედ­რე­ბი ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნია სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ აქ­ცი­ო­ნე­რის - სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან.

კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცია K-water (“ქეი უო­თე­რი“) სა­ხელ­მწი­ფოს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 1967 წელს და­არ­სდა. მას 24 ქვე­ყა­ნა­ში მა­ღა­ლი სირ­თუ­ლის 67 პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად K-water მრა­ვა­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მქო­ნე 16 კაშ­ხალს მარ­თავს. ბ-ნი ლი K-water-ს 1987 წელს შე­უ­ერ­თდა, 2016 წელს კი კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა.

სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცია K-water–ისა და სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად 2015 წელს შე­იქ­მნა. მის მი­ზანს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მდი­ნა­რე­ე­ბის ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში მა­ღალ­კაშხლი­ა­ნი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს. ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი, რომ­ლის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 280 მე­გა­ვა­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­წლი­უ­რად 1’200.00 გვტ.სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მი­აწ­ვდის. გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია მთლი­ა­ნად ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს მოხ­მარ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში ხი­დე­ბი­სა და გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, სამ­შე­ნებ­ლო ბა­ნა­კე­ბი­სა და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას მო­ი­ცავს, 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.