„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 44% ამბობს, რომ სამუშაო ადგილების მიმართულებით ქვეყანაში ვითარება საერთოდ არ იცვლება, ხოლო 43% ამბობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანა არასწორად ვითარდება.
გამოკითხული მოსახლეობის 11% აცხადებს, რომ სამუშაო ადგილების მიმართულებით ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 2%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.