ბაზარი წყალზე  - დამატებითი საშუალება ტურისტების მოსაზიდად

დღესდღეობით მსოფლიოში არსებული ე.წ. ”მცურავი ბაზარი” ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

გამყიდველებს ძირითადად აღელვებთ ტურისტების მოზიდვა და არა ადგილობრივი მცხოვრებლების დაკმაყოფილება. ასეთი ბაზარი საინტერესო ადგილს წარმოადგენს.  წარმოგიდგენთ სხვადასხვა ბაზარს წყალზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

1. ტაილანდი - დამნოენ სადუაკი

ეს მცურავი ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. ის არის ხმაურიანი და ჭრელი, რაც დამახასიათებელია ბაზრების უმეტესობისთვის.

ფაქტობრივად, მცურავი ბაზარი სამი ნაწილისგან შედგება - ტონ ჰემი, სია კუი და ჰუნ ჰიტაკი. აქედან ტომ ჰემი ყველაზე პოპულარულია ტურისტებს შორის. დამნოენ სადუაკის ბაზრობაზე აქტიური მოძრაობაა.

bpn

2. ინდოეთი - ტბა დალი

ტაილანდის ბაზრისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად ხილით ვაჭრობენ, ამ ბაზარზე ორიენტირებულნი არიან ბოსტნეულის გაყიდვაზე. შიგადაშიგ, გამყიდველები ტბის შუაგულში იკრიბებიან და საუბრობენ საქმეზე და განიხილავენ სხვადასხვა მოვლენებს.

bpn

3. სოლომონის კუნძულები

სოლომონის კუნძულები ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ეს ბაზარი არც ისეთი ცნობილია, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ბაზრები. ამიტომ, როგორია ამ მხარეში ყოველდღიური ცხოვრება, მათი ცხოვრების წესის გაცნობა, საკმაოდ საინტერესოა.

bpn

4. მიანმა - ტბა ინლე

ადგილობრივი ბაზარი ინლეს ტბის გარშემო 5 დღის განმავლობაში წყლის საშუალებით სხვადასხვა ადგილზე გადაადგილდება. მაგრამ, უფრო ხშირად ბაზრობა თავად ტბაზე, ერთ ადგილას იმართება, რათა ტურისტები მიიზიდონ.

bpn

5. ბანკოკი

გამყიდველი მოთმინებით ელოდება მყიდველს ბანკოკის ერთ-ერთ მცურავ ბაზრობაზე. ნედლი ხილი და ბოსტნეული ერთადერთი არ არის, რაც ტაილანდის მცურავ ბაზრობებზე იყიდება. აქ შესაძლებელია შეიძინოთ ცხელი წვნიანი და მზა კერძები.

bpn

ბანკოკი, გამყიდველი ემზადება ვაჭრობისთვის ტალინგ ჩანის ბაზარზე, რომელიც ბანკოკიდან 12 კმ-ში მდებარეობს. ეს ბაზარი დამნოენ სადუაკზე პატარაა, უფრო ცოტა ხალხიცაა და ამიტომ მოგზაურთათვის უფრო მიმზიდველია.

bpn

6. პატარა მცურავი რესტორანი რატჩაბური, ტაილანდი. ქალებს ოსტატურად მიჰყავთ ნავები ტაილანდის მცურავ ბაზრებამდე.

bpn

7. კაი რანგი, ვიეტნამი

ეს მდინარე მეკონგის დელტაში ერთ-ერთი მსხვილი ბაზარია. როგორც წესი, აქ ხილი და ბოსტნეული ბითუმად იყიდება.