კრუიზი მსოფლიოს გარშემო  და  გაჩერება 6 კონტინენტზე - რა ღირს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულ  მოგზაურობა

2021 წელს „რეგენტის შვიდი ზღვის კრუიზი“ მსოფლიოს გარშემო გაემგზავრება. მოგზაურობა 5 იანვარს დაიწყება და 117 დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

საკრუიზო ლაინერი ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე გაჩერდება.

ოთხთვიანი მოგზაურობა მაიამიდან დაიწყება და ბარსელონაში 3 მაისს დასრულდება. რაც შეეხება მოგზაურობის საფასურს, ის 62 ათასი დოლარიდან იწყება და იმის მიხედვით იზრდება, თუ მგზავრი რა ტიპის ოთახს აირჩევს. ბილეთის მაქსიმალური ღირებულება 166 ათასი დოლარია.

კრუიზის ფარგლებში ლაინერი საერთო ჯამში 38,551 კილომეტრს გაივლის და ექვსი კონტინენტის 30 ქვეყანაში ჩავა. მაიამიდან გემი კარიბის ზღვის კუნძულებისკენ გაემართება, შემდეგ სამხრეთ ამერიკას და წყნარ ოკეანეში შევა. ამის შემდეგ გაემგზავრებიან ინდონეზიაში, სამხრეთ აზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში, მოგზაურობა კი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში დასრულდება.

საერთო ჯამში, მოგზაურობისას საკრუიზო ლაინერი გაჩერდება 61 პორტში, სადაც 324 უფასო სახმელეთო ექსკურსია იქნება ხელმისაწვდომი.

მოგზაურობის განმავლობაში სტუმრები მოინახულებენ „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის 56 ძეგლს. მაგალითად, როგორიცაა დიდი ბარიერული რიფი.

მსოფლიოს გარშემო მარშრუტი ასევე მოიცავს იერუსალიმისა და იორდანიის მახლობლად მდებარე უდაბნო „ვადი რამის“ მონახულებას, რომელიც ისტორიის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. კლდეებზე გამოსახული ზოგიერთი ნახატი 4000 წელზე მეტს ითვლის.

პორტებში გაჩერებისას მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა ექსკურსიები აირჩიონ, როგორიცაა კაიროში პირამიდების მონახულება და ეგვიპტეში, ქალაქ საფაგაში სტუმრობა, ასევე შესაძლებელია დელიდან ტაჯ მაჰალის სანახავად გაფრენა ან პერუში მაჩუ-პიქჩუში სამდღიანი მოგზაურობა.

თუმცა დამსვენებელს მხოლოდ სანაპირო ექსკურსიები არ ელოდებათ, გემზე ყოფნის პერიოდში სტუმრებს უამრავი გასართობი საშუალებები ექნებათ.

გემზე განთავსდება - ფიტნეს და სპა ცენტრები, აუზი, კაზინო. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ წიგნის კითხვით აუზზე. გემზე იქნება 7 რესტორანი, ასევე ბარ-ლაუნჯები და ღამის კლუბები.

გემზე განთავსებულია 350 ლუქსი ზღვის ხედით, ასევე პენტჰაუზები. მიუხედავად ფასში განსხვავებისა, მნიშვნელობა არ აქვს სტუმარი რომელ ოთახს აირჩევს. ფასში შედის ყველაფერი: კვება, ფრენა პორტიდან საექსკურსიო ქალაქში, ალკოჰოლური სასმელები, ინტერნეტი, სამრეცხაო.

წყარო: businessinsider.com

ლიკა ამირაშვილი