„თბილისის სტარტაპ-ბიურო“ 31 იანვარს 2019 წლის პირველ Fuckup Nights-სს მართავს

„თბილისის სტარტაპ-ბიურო“ 2019 წლის პირველ Fuckup Nights-ს მართავს. თბილისის ტრადიციული ღონისძიებათა სერია ამჯერადაც რამდენიმე წარმატებული ადამიანის წარუმატებელ საქმიან ისტორიას მოგითხრობთ.

გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერია Fuckup Nights თბილისში 2018 წლის აპრილში დაიწყო. თავდაპირველად, მის შესახებ ცოტას თუ სმენოდა, თუმცა მალე პოპულარული გახდა და ერთგული აუდიტორიაც შეიძინა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში სტარტაპის დაწყება აქტუალურია, Fuckup Nights-ით დაინტერესებული პირების დიდი ნაწილი სწორედ სტარტაპერებისგან შედგება. მათ უკვე ათობით ცნობილი ბიზნესმენის, მენეჯერისა თუ ხელოვანის საქმიანი მარცხის შესახებ მოისმინეს, თუმცა ყოველი Fuckup Nights ახალ უნარებსა და გამოცდილებას ნიშნავს, შესაბამისად, ისინი ღონისძიებათა სერიის ერთგულები რჩებიან.

Fuckup Night-ის მე-9 ღონისძიება 31 იანვარს 20:00 საათზე ტრადიციულად, „ფაბრიკაში“ გაიმართება.

ამჯერად, სპიკერები გიორგი ლალიაშვილი - AppStack-ის თანადამფუძნებელი, ქეთა ლომიძე - ანტერპრენერი, დავით სუბელიანი - სამოქალაქო აქტივისტი და ნიკ დვალიძე - ჟურნალისტი, სცენარისტი PR მენეჯერი იქნებიან. როგორც მოწვეული სპიკერების პროფესიებიდან ჩანს, Fuckup Nights-ის მოყვარულებს მრავალფეროვანი და სასიამოვნო საღამო ელოდებათ.

ღონისძიებაზე დასწრებამდე, უნდა იცოდეთ, რომ Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. უფრო კონკრეტულად, თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ვინ არის Fuckup Nights-ის აუდიტორია?

მისი მსმენელი და მონაწილე არის ყველა, ვისაც საღამოს არაორდინალურად, საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარება სურს, თუმცა Fuckup Nights-ს ძირითადად, მეწარმეები, სტარტაპერები, ბიზნესმენები, მენეჯერები, სტუდენტები, ხელოვანები, ჟურნალისტები თუ სხვა პროფესიისა და საქმიანობის სფეროს მქონე პირები ეწრებიან.

თუ გსურთ, ისწავლოთ სხვის შეცდომებზე, არაფორმალურ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად დრო გაატაროთ, ახალი პარტნიორები თუ მეგობრები შეიძინოთ და მეტი გამოცდილება მიიღოთ, Fuckup Nights სწორედ თქვენთვისაა.

მოძრაობა უკვე მე-9 წელს ითვლის. ის 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთი თბილისია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს ქვეყანაში ის „თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ შემოიტანა, რომელიც ამჟამად, რამდენიმე პროექტის ერთობლიობას წარმოადგენს. მისი დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ მიზანია, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყონ ხელი და შესაბამისი პროექტები განახორციელონ.

ასეთი პირველი პროექტი კი Fuckup Nights აღმოჩნდა, რომელიც აუდიტორიამ სწრაფად აიტაცა, შეიყვარა და თვეში ერთხელ, მასზე დასასწრებად, დროს აუცილებლად პოულობს.

თუ ღონისძიებაზე დასწრება თქვენც გადაწყვიტეთ, ონლაინ ბილეთების შეძენა შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ: Biletebi.ge — https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/fuckup-nights-tbilisi-vol-9-fuckup-nights-tbilisi-vol-9

TKT.ge — https://beta.tkt.ge/Event/177134/fuckup-nights-tbilisi-vol-9

Eventer.ge — https://eventer.ge/event/fuckup-nights-tbilisi-vol-9/1126/ka

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy. ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.

ამასთან, Fuckup Nights Tbilisi vol. 9-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Marketer.ge, Entrepreneur Georgia, AT.ge, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.

„თბილისის სტარტაპ-ბიურო“ მიმდინარე წელს სიახლეებს გეგმავს, რომლის შესახებაც მისი ერთგული აუდიტორია მალე შიეტყობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს ქვეყანაში ის „თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ შემოიტანა, რომელიც ამჟამად, რამდენიმე პროექტის ერთობლიობას წარმოადგენს. მისი თანადამფუძნებელი გური ქოიავა, აღნიშნავს რომ „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ მიზანია, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი პროექტების განხორციელება.