სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28 იან­ვარს ნენ­სკრა ჰე­სის ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნი­ის - კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ჰაკ­სუ ლის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და.

მე­მო­რან­დუმს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ და სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სუ­ნი­ანგ კიმ­მა მო­ა­წე­რეს ხელი.

„მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე და სა­მო­მა­ვა­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას­თან ჩვე­ნი მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. ეს პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რან­ტი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ბ-მა ჰაკ­სუ ლიმ.

კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცია K-water (“ქეი უო­თე­რი“) სა­ხელ­მწი­ფოს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 1967 წელს და­არ­სდა. მას 24 ქვე­ყა­ნა­ში მა­ღა­ლი სირ­თუ­ლის 67 პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად K-water მრა­ვა­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მქო­ნე 16 კაშ­ხალს მარ­თავს.