ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, ეკონომიკური განვითარების სამი ძირითადი მიზანია: სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა.
როგორც გიორგი ქობულიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ვაჭრობისა და საექსპორტო პოტენციალის განვითარების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს ეკონომიკის სისტემატური და მუდმივი განვითარება.
„უნდა ჩამოვაყალიბოთ ეკონომიკის განვითარების დღევანდელი მიზნები. ეს მიზნებია სამი ძირითადი მიმართულებით: სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაჭრობის და საექსპორტო პოტენციალის განვითარება. ესაა ერთ-ერთი ის მიზანი, რომელზეც ჩვენ დღეს განსაკუთრებით ბევრს ვილაპარაკებთ. ვაჭრობისა და საექსპორტო პოტენციალის განვითარების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს ეკონომიკის სისტემატური და მუდმივი განვითარება", - განაცხადა ქობულიამ.