„ჯეოსელის“ აბონენტები გარკვეული მომსახურებით ვერ სარგებლობენ.
აღნიშნული პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში უკვე არაერთმა ადამიანმა დაწერა.
კომპანიაში კი ქსელის ხარვეზებით მუშაობას მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებით ხსნიან.
„ჯერჯერობით ვერ ისარგებლებთ ინტერნეტით, სმს-ის გაგზავნით და ზარებით. პროგრამული განახლება მიმდინარეობს სრულიად ქსელში, ახალი პროგრამები დაინერგა, რისი მიზანიც მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. სწორედ, პროგრამის განახლებამ გამოიწვია გარკვეული ხარვეზები და შესაძლოა, ამ ეტაპზე ტელეფონის გადატვირთვამაც ვერ უშველოს, რადგან ქსელშია პრობლემა,“-აღნიშნავენ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანიის პრესამსახურში კი აცხადებენ, რომ ხარვეზი უკვე აღმოიფხვრა და პრობლემა ეტაპობრივად ყველა აბონენტს მოეხსნება.