მე მგონი, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რეფორმასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა.
„მე მგონი საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო. არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ თითქოს ბიზნესი საკმარისად ინფორმირებული არ იყო. შეიძლება ამას ლეგიტიმური საფუძველიც აქვს. ზოგ შემთხვევაში ბუღალტრები იყვნენ დაბნეულები. თუმცა, საკმაოდ გვიან მოხდა სააგენტოს ფორმირება და მისმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ შეუძლებელი შეძლო. ნოემბერში პრაქტიკულად სააგენტო ფიზიკურად არ არსებობდა და ორ თვეში ვნახე გამართული ინსტიტუტი, როგორც ტექნოლოგიურად, ისე პროცესებით. მთავარი გამოწვევა დარჩება მაინც იმ მიმართულებით, თუ როდის და რა სახით დაიწყებს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას", - განაცხადა მაჭავარიანმა.