რომელია ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები საქართველოში

საქართველოში ლარის დევალვაციის პარალელურად, მედიკამენტების ფასები მუდმივად იცვლება და უმეტეს შემთხვევაში მზარდია. ამას ემატება გახშირებული ქრონიკული თუ ვირუსული დაავადებები, რის გამოც მოქალაქეები მედიკამენტებში ძალიან დიდ თანხას ხარჯავენ. მეტიც, ჯანდაცვის დანახარჯების ნახევარზე მეტი სწორედ მედიკამენტებზე მოდის.

აფთიაქებში მიმართვიანობა განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე იზრდება, როდესაც გრიპის ვირუსი ცირკულირებას იწყებს. ამის გამო, წელს რამდენიმე მედიკამენტის მარაგი საერთოდ ამოიწურა. ერთ-ერთი ასეთი იყო „ტამიფლუ“ და გაიზარდა მისი ფასიც.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, რისთვისაც რამდენიმე სააფთიაქო ქსელს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მოთხოვნადთა შორის, ტკივილგამაყუჩებლები, დამამშვიდებლები, ანტივირუსული და წნევის დასარეგულირებელი საშუალებები ლიდერობს.

კერძოდ, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ჩვენს მიერ შედგენილი ათეული ასე გამოიყურება:

„ნიმესილი“

„ციტრამონი“

„დიკლოფეროლი“

„კორსიზი“

„ტერაფლუ“

„ნოლგრიპი“

გაციების ჩაი (ყველა სახის)

„ქალმი“

„ვამელანი“;

„ლორისტა“

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სააფთიაქო ქსელში საკმაოდ მოთხოვნადია თვალის წვეთებიც, რომელიც დიფიციტშიც კი აღმოჩნდა.

ნინი ქეთელაური