ხელოვნური ტბა და განათებები - როგორ შეიცვლება აეროპორტის გზაზე მდებარე მონუმენტი „ადამიანი და მზე“

აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია მონუმენტის - „ადამიანი და მზე" რეაბილიტაციას გეგმავს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტერიტორიაზე მწვანე სივრცეები თავიდან არის შესაქმნელი, მოეწყობა ასევე სარწყავი სისტემები, ხელოვნური ტბა, დამონტაჟდება განათება. მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელებაზე 3 553 970 ლარი დაიხარჯება.

თაია არდოტელი